როგორ განაწილდა მსოფლიო ჩემპიონატის $655-მილიონიანი საპრიზო ფონდი გუნდებზე?

როგორ განაწილდა მსოფლიო ჩემპიონატის $655-მილიონიანი საპრიზო ფონდი გუნდებზე?

ფოტო: sundayguardianlive.com

 

48 გუნდის მონაწილეობით გამართული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 40 დღისა და 104 მატჩის შემდეგ დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 655 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც FIFA-ს მიერ ორგანიზებული ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალი თანხაა. შედარებისთვის, 2022 წლის მუნდიალის საპრიზო ფონდი 440 მილიონი დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ოთხ წელიწადში ის თითქმის 50%-ით გაიზარდა.

წელს მსოფლიო ჩემპიონატი 48-გუნდიანი ფორმატით პირველად ჩატარდა. საპრიზო თანხაც სწორედ ამ 48 ნაკრების შედეგების მიხედვით გადანაწილდა.

აღსანიშნავია, რომ ფულადი ჯილდო იმ 16 ნაკრებსაც ერგო, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს. თითოეულმა მათგანმა 9 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

მეთექვსმეტედფინალში გასულმა 16 ნაკრებმა 11-11 მილიონი დოლარი დაიმსახურა, მერვედფინალისტებმა კი – 15-15 მილიონი დოლარი.

მეოთხედფინალში გასული ოთხი ნაკრები – მაროკო, ბელგია, ნორვეგია და შვეიცარია – FIFA-სგან 19-19 მილიონ დოლარს მიიღებს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხებული საფრანგეთის ნაკრები 27 მილიონი დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი ინგლისი – 29 მილიონი დოლარით.

ფინალისტებს შორის, ვიცე-ჩემპიონი არგენტინა 33 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი – 50 მილიონ დოლარს.

მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული საპრიზო თანხის განაწილების წესი თითოეული ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, თანხა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და ტურნირში ჩართულ სხვა პერსონალს შორის ნაწილდება, თუმცა კონკრეტული სქემა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.

რეიტინგიგუნდიპრიზი ($, მილიონი)
I ადგილიესპანეთი50
II ადგილიარგენტინა33
III ადგილიინგლისი29
IV ადგილისაფრანგეთი27
¼ ფინალისტიმაროკო19
¼ ფინალისტიბელგია19
¼ ფინალისტინორვეგია19
¼ ფინალისტიშვეიცარია19
1/8 ფინალისტიკანადა15
1/8 ფინალისტიპარაგვაი15
1/8 ფინალისტიბრაზილია15
1/8 ფინალისტიმექსიკა15
1/8 ფინალისტიპორტუგალია15
1/8 ფინალისტიაშშ15
1/8 ფინალისტიეგვიპტე15
1/8 ფინალისტიკოლუმბია15
1/16 ფინალისტისამხრეთი აფრიკა11
1/16 ფინალისტინიდერლანდები11
1/16 ფინალისტიიაპონია11
1/16 ფინალისტიგერმანია11
1/16 ფინალისტიკოტ-დ’იუვარი11
1/16 ფინალისტიშვედეთი11
1/16 ფინალისტიეკვადორი11
1/16 ფინალისტიკონგო11
1/16 ფინალისტისენეგალი11
1/16 ფინალისტიბოსნია და ჰერცეგოვინა11
1/16 ფინალისტიავსტრია11
1/16 ფინალისტიხორვატია11
1/16 ფინალისტიალჟირი11
1/16 ფინალისტიავსტრალია11
1/16 ფინალისტიგანა11
1/16 ფინალისტიკაპო-ვერდე11
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეჩეხეთი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილესამხრეთი კორეა9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეკატარი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეშოტლანდია9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეჰაიტი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეთურქეთი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეკურასაო9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეტუნისი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეირანი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეახალი ზელანდია9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეურუგვაი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილესაუდის არაბეთი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეერაყი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეიორდანია9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეუზბეკეთი9
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეპანამა9

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.