ფოტო: Getty Images/AFP
Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. გამოცემის შეფასებით, სიაში შემავალი სპორტული გუნდების მფლობელების (მათ შორის ოჯახების) კოლექტიური ქონება $666 მილიარდს აღწევს, რაც გასული წლის $607 მილიარდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით მეტია.
რეიტინგში შემავალი სპორტული გუნდების უმდიდრეს მფლობელებს ჯამში 37 მსხვილ სპორტულ ფრენჩაიზში აქვთ საკონტროლო წილები. Forbes 400-ის ათეულის საკუთრებაშია ათი გუნდი NFL-ში (ნაციონალური საფეხბურთო ლიგა), რვა – NBA-ში (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია), შვიდი – MLS-ში(პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა), ოთხი კი – NHL-ში (ჰოკეის ეროვნული ლიგა).
Forbes-ის შეფასებით, აშშ-ში სპორტული გუნდის მფლობელი უმდიდრესი ადამიანი წელსაც სტივ ბალმერია. თუმცა ბალმერის ქონების უდიდესი ნაწილი Microsoft-ში მისი აქციებიდან მოდის. უშუალოდ სპორტული აქტივების გათვალისწინებით, ყველაზე დიდი პორტფელი სტენ კრონკეს აქვს.
კრონკე, რომლის ქონებაც დაახლოებით $27.6 მილიარდადაა შეფასებული, ექვს მსხვილ სპორტულ გუნდს აკონტროლებს. მათ შორისაა NFL-ის Los Angeles Rams-ი და ინგლისის Arsenal FC. კრონკემ სპორტული პორტფელი წელს Los Angeles Angels-ის საკონტროლო წილის შეძენაზე შეთანხმებითაც გააფართოვა. მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 30%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება ბალმერს, Microsoft-ის ყოფილი CEO Forbes-ის სპორტული გუნდების ამერიკელი მფლობელების რეიტინგში პირველ ადგილს ზედიზედ უკვე მე-12 წელია, იკავებს. ბალმერი, რომელიც Forbes 400-ის საერთო რეიტინგში მეცხრე პოზიციას იკავებს, NBA-ის Los Angeles Clippers-ის მფლობელია. ცნობისთვის, სტივ ბალმერმა Clippers-ი 2014 წელს დონალდ სტერლინგისგან 2 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.
Forbes-ის რეიტინგის მეორე პოზიციაზეა Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ვაჟი რობ უოლტონი. მან NFL-ში მოასპარეზე გუნდი Denver Broncos-ი 2022 წელს $4.65 მილიარდად შეიძინა. ამერიკული გამოცემის შეფასებით, ამჟამად უოლტონის ქონება, ძირითადად საცალო ვაჭრობის კომპანიაში მისი აქციების წყალობით, $132 მილიარდს აღწევს.
Forbes-ის შეფასებით, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით, Cleveland Browns-ის, Milwaukee Bucks-ისა და Columbus Crew-ის მფლობელის, ჯიმი ჰესლამის, ქონება გაიზარდა — კერძოდ, 40%-ით, $12.2 მილიარდამდე. ხოლო ინგლისური კლუბ Everton-ისა და იტალიური AS Roma-ს მფლობელის, დენ ფრიდკინის, სიმდიდრე 31%-ით გაიზარდა და $12.7 მილიარდს მიაღწია.
2026 წელს სპორტული გუნდების უმდიდრეს მფლობელთა ტოპ-20-ში მოსახვედრად მინიმუმ $12.2 მილიარდის ქონება იყო საჭირო. ერთი წლით ადრე ეს ზღვარი $10.1 მილიარდს შეადგენდა.
სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელები აშშ-ში – 2026 წლის რეიტინგი
სტივ ბალმერი
გუნდი: Los Angeles Clippers
სიმდიდრის წყარო: Microsoft
წმინდა ქონება: $156 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +2%)
რობ უოლტონი
გუნდი: Denver Broncos
სიმდიდრის წყარო: Walmart
წმინდა ქონება: $132 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +11.9%)

ჰენრი სამუელი
გუნდი: Anaheim Ducks
სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები
წმინდა ქონება: $33.8 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +22%)

მირიამ ადელსონი
გუნდი: Dallas Mavericks
სიმდიდრის წყარო: კაზინოები
წმინდა ქონება: $33.5 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: -11.6%)

რობერტ პერა
გუნდი: Memphis Grizzlies
სიმდიდრის წყარო: Ubiquiti Networks
წმინდა ქონება: $29.6 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +23.3%)

დევიდ ტეპერი
გუნდი: Carolina Panthers, Charlotte FC
სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
წმინდა ქონება: $28.5 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +20.3%)

სტენ კრონკე
გუნდი: Los Angeles Rams, Denver Nuggets, Colorado Avalanche, Colorado Rapids, Arsenal FC, Arsenal Women FC
სიმდიდრის წყარო: სპორტი, უძრავი ქონება
წმინდა ქონება: $27.6 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +29.6%)

სტივ კოენი
გუნდი: New York Mets
სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
წმინდა ქონება: $26.7 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +16.1%)

ჯერი ჯონსი
გუნდი: Dallas Cowboys
სიმდიდრის წყარო: სპორტი, ენერგეტიკა
წმინდა ქონება: $23.5 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: +19.9%)

დენ გილბერტი
გუნდი: Cleveland Cavaliers
სიმდიდრის წყარო: Quicken Loans LLC
წმინდა ქონება: $22.9 მილიარდი (1-წლიან ცვლილება: -14.2%)














