2019 წელს ფულადი გზავნილები 154 მილიონი დოლარით გაიზარდა

2019 წელს ფულადი გზავნილები 154 მილიონი დოლარით გაიზარდა

2019 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წელთან შედარებით 154 მლნ დოლარით (10%-ით) გაიზარდა. 2018 წელს საქართველოში 1 580 მლნ დოლარი, ხოლო 2019 წელს 1 733 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

2019 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2018 წელთან შედარებით 8 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 237 მლნ დოლარი.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან და უკრაინიდან  გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2018 წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილბი 28 მლნ დოლარით შემცირდა. 11 მლნ დოლარით შემცირდა თურქეთიდან გზავნილები.

ცხრილი: ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მლნ აშშ დოლარი

slide36