ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა

ფოტო: IJF

 

ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის სპორტსმენმა ბაქოში მიმდინარე ტურნირის ფინალში მასპინძელი ზელიმ ტცკაევი დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება თითქმის 10 წუთს გაგრძელდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო. გრიგალაშვილმა მეტოქეს ვაზარი აუღო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

გრიგალაშვილმა ტურნირზე წარმატებული გზა დილის სესიიდან დაიწყო, სადაც გაჯიმურად ომაროვსა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და ორელიენ ბონფერონს (შვეიცარია) აჯობა. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სლოვენიელი ნაცე ჰერკოვიჩი, ნახევარფინალში კი სერბი მიჰაილო სიმინი დაამარცხა. ორივე შეხვედრაში მის მეტოქეებს სამ-სამი შიდო დაუგროვდათ და ტატომ ამგავარად მოიგო.

ტატო გრიგალაშვილის ოქრო საქართველოსთვის ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე მედალია. მანამდე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი