მიმდინარე ნომერი: ნომერი 172 | სპეციალური გამოცემა, 2026

მიმდინარე ნომერი: ნომერი 172 | სპეციალური გამოცემა, 2026

Forbes Georgia-მ პროექტ UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები უკვე მერვედ შეარჩია. წლევანდელ სპეციალურ გამოცემაში გაეცნობით 7 კატეგორიის გამარჯვებულებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც საკუთარი ხედვითა და მიღწევებით ქვეყნის წინსვლასა და გლობალურ ასპარეზზე წარმატებას ქმნიან. 

◼ ყდაზე: 

რედაქტორის სვეტი

◼ ქართულმა ამბიციამ უნდა იპოვოს დასავლეთის გზა | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი, მთავარი რედაქტორი
Forbes Georgia-ს Under 30-ის კითხვისას საქართველო გაცილებით დიდი ჩანს, ვიდრე რუკაზეა — ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქართველს ვხვდებით Meta-ში, Google-ში, Amazon-სა თუ საერთაშორისო ბიზნესებში. Under 30-ის რვა კოჰორტამ გვაჩვენა, რომ ამ თაობამ მსოფლიოში საკუთარი ადგილი იპოვა, ახლა კი საქართველომ უნდა იპოვოს ადგილი ამ თაობის მომავალში.

LEADERBOARD

◼ იყიდე, შეინახე, გაყიდე | ავტორი: ნინა ბამბიშევა
განსაკუთრებული თანამედროვე და ისტორიული ბორდოს ვინტაჟები, მე-20 საუკუნის ამერიკული დიზაინის საკოლექციო ავეჯი და Pokémon-ის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული უიშვიათესი სათამაშო ბარათები, რომელთა ფასიც აუქციონებზე მილიონ დოლარს აჭარბებს
.

◼ უიღბლო! | ავტორები: დენ ალექსანდერი და კაილ ხან-მალიკი
როგორ დაეცა აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი წლევანდელ Forbes 400-ში 44 პოზიციით: Trump Media-ს აქციების ვარდნისა და კრიპტოტოკენების გაუფასურების ფონზე, დონალდ ტრამპის ქონება $300 მილიონით შემცირდა
.

◼ Forbes 400 | ავტორი: Forbes
ამერიკის უმდიდრესი ადამიანები — 2026 წლის განახლებული რეიტინგი, სადაც მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ გასულ წელს საკუთარი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა
.

◼ ყველაზე მოგებიანი კერძო უნივერსიტეტები
 საქართველოში კერძო უნივერსიტეტები უმაღლესი განათლების მომსახურებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც აწვდიან, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მომსახურებაა. წარმოგიდგენთ 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე მოგებიანი კერძო უნივერსიტეტების ათეულს, რომლის სათავეშიც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია.

◼ ბესტსელერების თარო | ავტორი: Forbes Georgia
წლის ყველაზე გაყიდვადი ქართველი და უცხოელი ავტორები „ბიბლუსში“. „ზებულონიდან“ „დოგმენამდე“, „ვეფხისტყაოსნიდან“ „ჰარი პოტერამდე“ — „ბიბლუსის“ 2026 წლის პირველი ნახევრის გაყიდვების რეიტინგში სხვადასხვა თაობის, ჟანრისა და მკითხველის ინტერესები იყრის თავს
.

მოსაზრება

◼ რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
2022-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის (საშუალოდ 9%) მთავარი მიზეზი, პანდემიის დასრულებასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი იყო. 2026 წლის პირველ ნახევარშიც ქვეყანა მაღალ ეკონომიკურ ზრდას (7.8%) ინარჩუნებს — რა სექტორებმა და ფაქტორებმა განაპირობა ეს დინამიკა?

UNDER 30

◼ FORBES GEORGIA UNDER 30 გამარჯვებულები | ავტორი: Forbes Georgia-ს სარედაქციო გუნდი
FORBES GEORGIA-მ პროექტ UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები უკვე მერვედ შეარჩია. 400-ზე მეტი აპლიკაციიდან, დამოუკიდებელი ჟიურის დახმარებითა და Forbes-ის გლობალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, ახალგაზრდა ლიდერები 7 კატეგორიაში გამოვლინდნენ
.

◼ სინათლის სიჩქარით | ავტორი: ანა გელაშვილი
ნინო გადელიამ კარიერა 200-ლარიანი ხელფასით დაიწყო, 22 წლისამ კი მზის ენერგიის სადგურების სამშენებლო SHINE ENERGY დააფუძნა. სამი წლის შემდეგ კომპანიის წლიური შემოსავალი უკვე 24 მილიონს აღემატება და მიზანი ენერგეტიკულ ჰოლდინგად გარდაქმნაა
.

◼ ოჯახური მემკვიდრეობა 
პირველი ღვინო უცხოეთში ანა მირიანაშვილმა 14 წლისამ გაყიდა. მისი ამ უნარის მეშვეობით დღეს ოჯახური მეღვინეობა „ჩელთი“ წარმოების 70%-ს 28 ქვეყანაში ყიდის. შემდგომ ზრდას ახალი ბაზრები სჭირდება, ღვინის დავარგებას კი — კაპიტალი
.

ტექნოლოგიები

◼ ერთი ბეჭედი ყველაფრის სამართავად? | ავტორი: იზა გვარამაძე
თბილისში შექმნილმა ჭკვიანმა ბეჭედმა, რომელმაც ჯერ უნივერსიტეტის, შემდეგ Tesla-ს კარი გახსნა და ელექტრონული საგადახდო ფუნქციაც შეითავსა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100 ათასზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა. CNICK-ის შემდგომი ზრდა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაღწევს ჯანმრთელობის მონიტორინგის გაჯერებულ ბაზარზე
.

ანტრეპრენიორები

◼ დროის მისამართი | ავტორი: ანა გელაშვილი


შარდენის ბარები, ბუტიკ-სასტუმროები და რიყის საჰაერო ბურთი დავით კოპაძის გამოცდილებაა, ხოლო FRIDA — ახალი გამოცდა. ₾50 მილიონამდე ინვესტიციით ის საქმიან ცხოვრებას, გართობას და დასვენებას ერთ მისამართზე აერთიანებს
.

სტრატეგია

◼ 30 წლის შემდეგ | ავტორი: ანტონ კოკაია
დაარსებიდან 30 წლის თავზე, „ვისოლ ჯგუფი“ საკუთარი ბიზნესისტორიის ახალ თავს „ინვიას“ სახელით წერს – უკვე $1 მილიარდიანი ბრუნვით, მართვის ახალი სტრატეგიითა და გლობალურ ჰოლდინგად ქცევის ამბიციით
.

◼ დარტყმაგამძლე | ავტორი: ალან ონსმანი
CORNING-ი ცას სწვდება მონაცემთა ცენტრების აჟიოტაჟისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანზე დაუოკებელი მოთხოვნის წყალობით. აღმასრულებელი დირექტორი ვენდელ ვიქსი ცდილობს უზრუნველყოს უწყვეტი ზრდა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ბუშტი გასკდება
.

ფული და ინვესტირება

◼ ვალების ამკრეფი | ავტორი: უილიამ ბოლდუინი
უზბეკეთი საეჭვო მსესხებელია, მაგრამ ასევეა აშშ-ის ხაზინაც. თინა ვანდერსტილი ამბობს, რომ თქვენი ობლიგაციების რისკები ფართოდ უნდა გადაანაწილოთ.

პროფილი

◼ რწმენის კვანტური ნახტომი | ავტორი: კრის ჰელმანი
ბობ კლარკი ათწლეულების განმავლობაში აშენებდა მონაცემთა ცენტრებს. დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა და კვანტურმა გამოთვლებმა შეიძლება მისი 7-მილიარდიანი ქონების ჰიპერმასშტაბირება მოახდინოს. მის ევანგელისტურ ოპტიმიზმს კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხეც კი ვერ შეამცირებს
.

◼ აჟიოტაჟის ჰუმანოიდური მანქანა | ავტორი: ანა ტონგი
მომავლის გაყიდვამ მის დადგომამდე ბრეტ ედკოკს 11-ნიშნა ქონება მოუტანა. თავდაპირველად მფრინავი ტაქსები, ახლა კი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ანდროიდები. რობოტები რეალურია. თუმცა მათ დღევანდელ შესაძლებლობებსა და მის მიერ დახატულ მომავალს შორის არსებული უფსკრული კვლავ დიდია
.

ტენდენცია

◼ ხელოვნური ინტელექტის შოკური ფასი | ავტორი: რაში შრივასტავა
ხელოვნური ინტელექტი ძალიან ძვირი ჯდება. ეს ვერ იქნება კარგი ამბავი ხელოვნური ინტელექტის დიდი ლაბორატორიებისთვის და შესაძლოა მთელი გლობალური ეკონომიკისთვისაც. თუმცა ჩნდება სტარტაპების ახალი ჯიში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ტექნოლოგიების უფრო ჭკვიანურად და იაფად გამოყენებაში, ამავდროულად გადადის ღია ჩინურ მოდელებზე და OpenAI-სა და Anthropic-ის მსგავს კომპანიებს მილიარდებისთვის კონკურენციას უწევს
.

პარტნიორის კონტენტი

◼ ბიზნესის ციფრული მეგობარი
 თეონა ბაგრატიონმა NEXT RISE-ი ერთი წლის წინ დააფუძნა, რათა ბიზნესებისთვის სტრატეგია, ბრენდინგი და ციფრული კომუნიკაცია ერთიან მომსახურებად ექცია. დღეს სააგენტოს 45-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და 25-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ახლა ბაგრატიონი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გეგმავს და ახალ პროექტებს ამზადებს, რომლებიც სააგენტოს ტრადიციულ სერვისებს სცდება.

◼ ცეხი აივანი: ახალი ბარი ჩემპიონების ხელწერით
 თამარ მეფის გამზირზე ახლად გახსნილი „ცეხი აივანი“ პროფესიონალურ მიქსოლოგიას, ტერასის სიმყუდროვესა და OLD SCHOOL მუსიკის განწყობას აერთიანებს. მის უკან გუნდი დგას, რომლის გამოცდილებას ქართული და საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებები ამყარებს.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი