ამერიკული გამოცემა Forbes ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია Bitfury Group-ზე, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ოპერირებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2016 წლიდან კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის საჯარო რეესტრთან. კერძოდ, მიწის რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების კუთხით.
Forbes წერს, რომ 2018 წლის სექტემბრიდან საქართველოში კიდევ ერთი პროდუქტის Exonum–ის ტესტირება მიმდინარეობს.
“საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ბიზნეს რეესტრის ყველა მონაცემი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში განათავსოს, ამჯერად კი აქციონერების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ელექტრონულად ვათავსებთ. ხანდახან მეწილეებს შორის იწყება დავა, მაშინ როდესაც ცვლილებები ხდება. ჩვენ გვსურს ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი დავები”, – უთხრა Forbes-ს ელენე გრიგოლიამ, მიწის რეგისტრაციის სპეციალისტმა.