2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აღნიშნული ზრდის დაკმაყოფილება იგეგმება იმპორტით (+88.3% წ/წ) და ჰიდროგენერაციით (+3.3% წ/წ).

საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ჰიდროგენერაციის ზრდის ძირითადი წყარო 2018 წელს ექსპლუატაციაში შესული და 2019 წელს ექსპლუატაციაში შესასვლელი (4 ჰესი 229გვტ.სთ წლიური გენერაციით) სადგურები იქნება. G&T ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე მოხმარება ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების (+41.7% წ/წ) და ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების (+10.5% წ/წ) ზრდით იქნება განპირობებული.