საქართველოს კაპიტალმა $300 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს კაპიტალმა $300 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ “საქართველოს კაპიტალმა” 300 მლნ დოლარის ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ 300 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების სარგებელი 6.125%-შეადგენს ხოლო ვადა 6 წლიანია, 2024 წლის მარტამდე. 

ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება 2018 წლის 9 მარტს მოხდება. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 98.77%-ში. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირაჟზე და შეფასდება S&P-სგან (B+) რეიტინგით, ხოლო Moody’s-გან (B2) დონით. აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი, Citi-ი და Renaissance Capital-ი არიან, თანახელმძღვანელი კი “გალტ ენდ თაგარტი’“. ტრანზაქციის ხელმძღვანელების იურიდული მრჩეველი არის Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ი, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” იურიდული მრჩეველი არის Baker & McKenzie LLP-ი.