10 ყველაზე მოგებიანი ბანკი საქართველოში

10 ყველაზე მოგებიანი ბანკი საქართველოში

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნა. წლის მეორე კვარტალი ზარალით მხოლოდ ერთმა ბანკმა – იშ ბანკი საქართველომ დაასრულა. ბანკის ზარალმა მეორე კვარტალში 833 602 ლარი შეადგინა.

წმინდა მოგების მიხედვით ბანკების რეიტინგი შემდეგია:

საქართველოს ბანკი – 208 419 949 ლარი

თიბისი ბანკი – 149 478 084 ლარი

ლიბერთი ბანკი – 69 341 613 ლარი

ვითიბი – 15 785 081 ლარი

ბაზისბანკი – 14 253 984 ლარი

ბანკი ქართუ – 10 548 887 ლარი

ტერაბანკი – 7 928 993 ლარი

ხალიკ ბანკი საქართველო – 7 167 302 ლარი

პროკრედიტ ბანკი – 6 534 186 ლარი

კრედო ბანკი – 5689 433 ლარი

წლის მეორე კვარტალში მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით, ყველაზე მეტად საქართველოს ბანკს გაეზარდა – ზრდამ 95 მილიონი ლარი შეადგინა. თიბისის მოგება 57 მილიონი ლარით გაიზარდა. ლიბერთის მოგების ზრდამ წლიურად დაახლოებით 9 მილიონი ლარი შეადგინა. 5 მილიონზე მეტით გაიზარდა ხალიკ ბანკის წმინდა მოგება.

შემცირდა პროკრედიტ ბანკისა და ბანკი ქართუს წმინდა მოგებები.