Fitch-მა სამედიცინო კორპორაცია Evex-ს რეიტინგი მიანიჭა

Fitch-მა სამედიცინო კორპორაცია Evex-ს რეიტინგი მიანიჭა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა სამედიცინო კორპორაცია Evex-ს პირველადი რეიტინგი მიანიჭა.  

სააგენტომ Evex-სს რეიტინგი ‘B+’ დონეზე, პროგნოზით სტაბილური განუსაზღვრა.  

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ ევექსი ქართულ ბაზარზე ლიდერი კორპორაციაა, რომლის რეიტინგი ამ ეტაპზე შეზღუდულია კორპორაციის ამბიციური საინევსტიციო სტრატეგიის შესრულების რისკით.  

Fitch 2017-2018 წლებში სარეიტინგო მონაცემების გაუმჯობესებას ელოდება, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ორი ახალი ჰოსპიტალის გახსნა სახელდება. ამასთან, Fitch აღნიშნავს, რომ სამედიცინო კორპორაციის შემოსავლების უდიდესი წილი სახლმწიფო ჯანდაცვის პროგრამაზე მოდის. 

“მთავრობის ანაზღაურებაზე მაღალი დამოკიდებულება EVEX-ის შემოსავლებს ქვეყნის მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებთან აკავშირებს და საბოლოოდ ქვეყნის მშპ-ზე ახდენს გავლენას”, – აღნიშნავს Fitch და სამედიცინო კორპორაცის სახელმწიფო პროგრამაზე დამოკიდებულებას მისი საკრედიტო პორტფელისთვის დადებით ფაქტორად აფასებს. 

ამასთან, Fitch წერს, რომ საქართველოში კერძო ჯანდაცვის სექტორს განვითარების მცირე ისტორია აქვს და ის საშუალოვადიან პერიოდში გაზრდილი მოთხოვნისა და სახელმწიფოს მიერ გაწეული ჯანდაცვის ხარჯების ფონზე გაიზრდება.