2016 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 27 მილიონი დოლარით (1%-ით) შემცირდა. რეზერვების ჯამური მოცულობის შემცირება სექტემბერში ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გაყიდულმა 60 მლნ დოლარმა განაპირობა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 232 მილიონი დოლარით (8%-ით) არის შემცირებული.
2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.655 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.9 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 0.8 მილიარდი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში: