ირანი ნავთობის ექსპორტს ზრდის

ირანი ნავთობის ექსპორტს ზრდის

ირანიდან ევროპაში 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა, როკნოდინა ჯავადიმ გაავრცელა. “ორი მილიონი ბარელი ნავთობი ფრანგულმა კომპანია „ტოტალმა“ შეიძინა, დანარჩენი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა”, – განაცხადა ჯავადიმ. 

იანვარში ფრანგულმა Total–მა მოაწერა ხელი კონტრაქტს ირანული ნავთობის შეძენაზე, რომელიც დღეღამეში 150-დან 200 ათასამდე ბარელი ნავთობის ყიდვას გულისხმობს. აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ მომევნო ექვსი თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ექსპორტს დღეში სულ მცირე მილიონ ბარელამდე გაზრდის.