2015 წელს ლარში გაცემული სესხები 605 მილიონი ლარით გაიზარდა

2015 წელს ლარში გაცემული სესხები 605 მილიონი ლარით გაიზარდა

2015 წელს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 605 მილიონი ლარით გაიზარდა (აქედან 323 მილიონი მთავრობამ ისესხა), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 123 მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 64.5%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 61% იყო.

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 40 მილიონი ლარით გაიზარდა და 292 მილიონი ლარს მიაღწია. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.8%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. 2015 წლის პირველ იანვარს აღნიშნული მაჩვენებელი 1.9% იყო.

2015 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9% პუნქტით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 10.3%-ს გაუტოლდა.