2015 წლის მონაცემების შედეგებით, ჩინეთის ბაზარმა 126,3 მილიარდი დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 6,4%-ით მეტია.
მიუხედავად ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებისა, ჩინეთში უცხოური ინვესტიციების ნაკადი იზრდება. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა მომსახურების სექტორში 2015 წელს 17,3%–ით (77,2 მილიარდი დოლარით) გაიზარდა.