მსოფლიო ბანკმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2015 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეთიოპიას ჰქონდა – 10.2%. მეორე ადგილზეა პაპუა ახალი გვინეა 8.7%-ით, ხოლო მესამეზე თურქმენეთია 8.5%. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება, რადგან რაც უფრო მდიდარია ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო რთულდება მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა.
ცხრილი – ტოპ 10 ქვეყანა 2015 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით:
| 
 | ქვეყანა | ეკონომიკური ზრდა, % | 
| 1 | ეთიოპია | 10.2 | 
| 2 | პაპუა ახალი გვინეა | 8.7 | 
| 3 | თურქმენეთი | 8.5 | 
| 4 | კოტ დიუარი | 8.4 | 
| 5 | კონგოს დემოკრ. რესპ. | 8.0 | 
| 6 | რუანდა | 7.4 | 
| 7 | ინდოეთი | 7.3 | 
| 8 | ტანზანია | 7.2 | 
| 9 | უზბეკეთი | 7.0 | 
| 10 | კამბოჯა | 6.9 | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								
















