თუ Google Plus-ის ხშირი მომხმარებელი არ ხართ, ალბათ არ შეგიმჩნევიათ, რომ ორიოდე დღის წინ Google-ის სოციალურმა ქსელმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა. საკმარისია შეიხედოთ თქვენს გვერდზე და აღმოაჩენთ სტატისტიკურ მონაცემებს – რამდენჯერ ნახეს თქვენი პროფილი ან რომელიმე თქვენს მიერ გაზიარებული ფოტო Google Plus-ის მომხმარებლებმა.
ამ სიახლით Google+ ცდილობს კონკურენცია გაუწიოს სხვა სოციალურ ქსელებს, რომლებიც მსგავს სტატისტიკას არ გვთავაზობენ, მაგალითად Facebook-ს, Pinterest-ს ან Instagram-ს. Google-ი იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებით გამოკვებავს მომხმარებელთა ნარცისისტულ მიდრეკილებებს და სულ მოკლე ხანში ქსელი ბევრად პოპულარული გახდება. ამ მონაცემის საჯაროდ ჩვენების გამორთვა შესაძლებელია Google Plus-ის Setting-ებიდან, თუმცა, ამ შემთხვევაში, სტატისტიკურ მონაცემებს ვერც სხვები დაინახავენ და ვერც თქვენ.