საქართველო 2020 წლის რეიტინგებში

საქართველო 2020 წლის რეიტინგებში

იანვრის ნომერში “ფორბსი” ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა გასულ წელს საქართველოს პოზიცია ათ საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. საერთაშორისო ბიზნესს და კაპიტალს აღარა აქვს საზღ ვრები – იქ გან თავსდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა. გასული წლებისგან განსხვავებით, რეიტინგებს ერთ მოსახლეზე შემოსავლით დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის სიდიდე ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების დონეს უჩვენებს, ამასთან მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელია, რაც პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოებაა.

  1. საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში +1

ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) სი დიდის მოსახლეობის რაოდენობასთან ფარდობით განისაზღვრება. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად შემოსავალი ე.წ. PPP დო ლარებში ითვლება, რაც ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობითი უნარის სხვაობას ითვალისწინებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 15,142 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩ ვენებლით მსოფლიოში 82-ე ადგილზეა (192 ქვეყანას შორის). 2019 წელს სა ქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 15,634 დოლარი იყო და მსოფ ლიოს ქვეყნებს შორის 85-ე ადგილს ვიკავებდით. შემოსავლის კლების მიუხედავად რეიტინგში წინსვლა განპირობებულია იმით, რომ, სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს სა ქართველოს ეკონომიკა შედარებით ნაკლებად შემცირდა (-5%-ით), ვიდრე ერთ მოსახლეზე შემოსავლით ჩვენთან ახლოს მყოფი ქვეყნების ეკონომიკა. ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ლუქსემბურგია – 13 ათა სამდე PPP დოლარით.

რაც შეეხება ჩვეულებრივ აშშ დოლარში დათვლილ შემოსავალს, სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ერთ მოსახლეზე შემოსავალმა საშუალოდ 4,405 დოლარი შეადგინა და ამ მაჩ ვენებლით მსოფლიოში მე-100 ადგილზეა. 2019 წელს იგი ვე მაჩვენებელი 4,765 დოლარი იყო, თუმცა 106-ე ადგილზე ვიყავით.

  1. საქართველო “ჰერიტიჯის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში +4

„ჰერიტიჯის“ რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზ რების მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2019 წელს საქართველო მე-16 ადგილზე იყო. 2020 წელს საქართველოს მონაცემები 1.2-ით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 4 ადგილით ზემოთ, მე-12 ადგილზე გადაინაცვლა (180 ქვეყანას შორის). 2020 წლის რე იტინგი რეალურად 2019 წლის ბო ლოს არსებულ მდგომარეობას აფასებს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები კანონის უზენაესობის ნაწილში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.

  1. საქართველო “ფრაიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში +4

“ფრაიზერის“ რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2019 წელს სა ქართველო მე-12 ადგილზე იყო, 2020 წელს კი მე-8 ადგილზე (162 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. 2020 წლის რეიტინგი რეალურად 2018-2019 წლების მდგომარეობას აფასებს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა სამართლებრივ სისტემაში, საკუთრების უფლებების დაცვასა და მთავრობის ზომაში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.

  1. საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში -1

ბიზნესის კეთების სიადვილის (Doing Business) რეიტინგს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები ათი კრიტერიუმის მიხედვით არიან შეფასებული, მაგალითად, რამდენად მარტივია ბიზნესის დაწყება, გადასახადების დონე, სესხის ხელმისაწვდომობა, ქონების რეგისტრაცია და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში 2019 წელს საქართველო მე-6 ადგილზე იყო, 2020 წელს კი მე-7 ადგილზე (190 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. 2020 წლის რეიტინგი რეალურად 2019 წელს არსებულ მდგომარეობას აფასებს. გასულ წელს საქართველოს ქულა 0.2-ით გაუმჯობესდა, მაგრამ სხვა ქვეყნების მეტად წინსვლის გამო, ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა ბიზნესის დახურვის სიმარტივეში აქვს, ყველაზე მაღალი (მაქსიმალური 100-დან 99.6 ქულა) კი ბიზნესის დაწყების სიმარტივეში. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.

  1. საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში +4

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები 114 კრიტერიუმის მიხედვით არიან შეფასებული, რომელთა უმეტესობის შესადგენად მეწარმეების პირდაპირი გამოკითხვა ტარდება. 2020 წელს, პან დემიის გამო, ეკონომიკურმა ფორუმმა ახალი რეიტინგი არ გამოაქვეყნა. შესაბამისად, საქართველო 74-ე ადგილზე დარჩა (141 ქვეყანას შორის). 2018 წელს საქართველო 66-ე ადგილზე იყო. საქართველო ყველაზე ნაკლებკონკურენტული ფინანსური სისტემით, ინოვაციებით და ბაზრის ზომითაა. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.

  1. საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში -3

საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია “საკუთრების უფლების ალიანსი” აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2019 წელს სა ქართველო 70-ე ადგილზე იყო, 2020 წელს კი 73-ე ად გილზე (129 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები პატენტებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს.

  1. საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში -1

ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია “ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი“ აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2019 წელს საქართველო 22-ე ადგილზე იყო, 2020 წელს კი 23-ე ადგილზე (203 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.

  1. საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში -3

კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2019 წელს საქართველო 44-ე ადგილზე იყო, 2020 წელს კი 41-ე ადგილზე (198 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. საქართველოს ქულა 58- დან (მაქსიმალურია 100) 56-მდე შემცირდა. 44-ე ადგილზეა ასევე ჩეხეთი, ლატვია და კოსტა-რიკა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მაღალი დონის კორუფციასთან და ძალაუფლების კონცენტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს დანია და ახალი ზელანდია ინაწილებენ.

  1. საქართველო დემოკრატიის რეიტინგში +1

დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგში 2018 წელს საქართველო 79-ე ადგილზე იყო, 2019 წელს 89-ე ადგილზე ჩამოინაცვლა და 2020 წელსაც 89-ე ადგილზე დარჩა (167 ქვეყანას შორის). თუმცა, საქართველოს ქულა ბოლო წელს 5.93-დან 5.42-მდე შემცირდა. 5.42 ქულით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ყველაზე დაბალი ქულები კი მთავრობის მუშაობასა და პოლიტიკურ კულტურაში აქვს. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.

  1. საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” -2

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. რეიტინგში 2019 წელს სა ქართველო მე-60 ადგილზე იყო (180 ქვე ყანას შორის), 2020 წელსაც იმავე პოზიციაზე დარჩა, თუმცა ქულა 0.4-ით შეუმცირდა. მედიაგარემოს ყველაზე უარყოფით მხარედ პოლარიზება სახელდება. ასევე აღნიშნულია რუსთავი 2-ის მესაკუთრეობაზე არსებული დავა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისგან განხორციელებული ზეწოლა. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.