მსოფლიოში ნომერ მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის საბაზრო ღირებულება უკვე 290 მილიარდი ევროა. კომპანიის აქციები 8.8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ აპირებს ელექტრომობილების წარმოებაში კონკურენცია გაუწიოს Tesla-ს, რომელიც ამჟამად ბაზრის ლიდერია.
შედარებისთვის, Tesla-ს საბაზრო ფასი $680 მილიარდია.
„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სერიოზული მოთამაშე ვართ და გვაქვს რესურსები იმისათვის, რომ ახალი თამაშის მონაწილეები ვიყოთ“, – განაცხადა ჰერბერტ დისმა.
როგორც UBS-ის ანალიტიკოსები ამბობენ, Volkswagen-ი Tesla-ს 2022 წლისთვის შესაძლოა ელექტრომობილების გაყიდვებში დაეწიოს, ხოლო 2025 წლისთვის ილონ მასკის გიგანტ კომპანიასთან შედარებით, 300 000-ით მეტი ელექტრომობილი გაყიდოს.
Tesla-ს „მეფობის“ დასრულებით კი ევროპული ავტომწარმოებელი შესაძლოა ელექტრომობილებზე მსოფლიოს გადასვლის მთავარი ძალაც გახდეს.
„Tesla მხოლოდ ელექტრომობილები არაა. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის ძლიერი კომპანია. ისინი მანქანებს, მართლაც, როგორც მოწყობილობებს, ისე ქმნიან. თუმცა, დიახ… ჩვენ ვაპირებთ, გამოვიწვიოთ Tesla“, – განაცხადა Volkswagen-ის CEO-მ.
Volkswagen-ის გეგმების მიხედვით, მიმდინარე წელს გაორმაგდება ელექტრომობილების მიწოდების რაოდენობა და 2021 წლის ბოლომდე გაიყიდება 1 მლნ ელექტრომობილი.
ცნობისთვის, Volkswagen-ი აერთიანების ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Audi და Porsche.