კორონაპანდემიამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდა – ფაქტობრივად, სხვადასხვა პლატფორმა გამხნევებისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად იქცა. გამოთავისუფლებული დროის შედეგად მოიმატა ე.წ.ინფლუენსერების პოპულარულობამაც, რაც პირდაპირ აისახა მათ გამომწერთა რაოდენობაზე.
Visual Capitalist-ი გვთავაზობს სოციალური ქსელების ათი ყველაზე პოპულარული, ანუ მეტგამომწერიანი მომხმარებლის სიას. მონაცემები არ ეყრდნობა ერთ კონკრეტულ პლატფორმას – კვლევამ ერთდროულად მოიცვა Twitter-ი, Instagram-ი, Facebook-ი, YouTube-ი, Twitch-ი და TikTok-ი.
სახელი | კატეგორია | გამომწერთა ჯამური რაოდენობა | ყველაზე დიდი პლატფორმა |
კრიშტიანუ რონალდუ | სპორტი | 517 მილიონი | |
ჯასტინ ბიბერი | მუსიკა | 455 მილიონი | |
არიანა გრანდე | მუსიკა | 429 მილიონი | |
სელენა გომესი | მუსიკა | 425 მილიონი | |
ტეილორ სვიფტი | მუსიკა | 361 მილიონი | |
დუეინ ჯონსონი | კინო | 342 მილიონი | |
კეტი პერი | მუსიკა | 338 მილიონი | |
კაილი ჯენერი | მოდა, ბიზნესი | 333 მილიონი | |
რიანა | მუსიკა | 332 მილიონი | |
კიმ კარდაშიანი | ტელევიზია, მოდა, ბიზნესი | 319 მილიონი |
აღსანიშნავია, რომ თუ სიის ტოპ-50 წევრს დავაკვირდებით, მათი უმეტესობა, ანუ 67% ყველაზე გავლენიანი Instagram-ზეა.