სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან – ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
მიმდინარე პერიოდში სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში Galaxy S21, Galaxy S20 და Galaxy Note20 სერიის ფლაგმანებზე განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები დაგხვდებათ; შეთავაზებებთან ერთად Galaxy S21 და Note20 სმარტფონებზე, თქვენ საჩუქრად უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტიაც გადმოგეცემათ – რაც გულისხმობს, 1 წლის განმავლობაში დაზიანებული ეკრანის შეცვლას, მხოლოდ მომსახურების ფასად; Galaxy S21 სერიის ტელეფონები დამატებით 1 წლიანი გარანტიით, ანუ ჯამში 2 წელი გარანტიით არის უზრუნველყოფილი;
გარდა ამისა, სამსუნგი თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს ისარგებლონ Trade-In აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩააბაროთ ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და შეიძინოთ სამსუნგის ფლაგმანები კიდევ უფრო განსაკუთრებულ ფასად. Trade-In პროცესი მარტივია. საკმარისია მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები ეკრანის, აკუმულატორის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობისა და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ მას (400₾-დან 4,499₾-მდე) და გადმოგცემენ ფასდაკლების ვაუჩერს თქვენი სასურველი ფლაგმანის შესაძენად. ამჟამად Trade-In აქციით თქვენ შეძლებთ შეიძინოთ უახლესი Galaxy S21 ან Galaxy Note20 სერიის მოდელები.
გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს! და გასაჩუქრებს..