ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი აცხადებს, რომ აპრილიდან ივნისამდე პერიოდში რეისების საშუალოდ 35% განხორციელდა, ივლისში კი მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 45%-მდე გაიზრდება.
პანდემიის გამო ავიაკომპანიამ შემოსავლების 89%-იანი კლება განიცადა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, რამაც მას $1.6 მილიარდის ოდენობის ზარალი მოუტანა.
ავიაინდუსტრია ნელ-ნელა იღდგენს ძალებს ამერიკაში, სადაც ჯერ კიდევ მაღალია ინფიცირების შემთხვევები. სამშაბათს, აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობა 530 000 იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 78%-ით ნაკლებია, თუმცა, მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით მაღალი.
“ჩვენ მკვეთრ გაუმჯობესებას მოველით. მართალია, ეს პროგრესი ჯერჯერობით შეჩერებულია, თუმცა, შემთხვევების კლებასთან ერთად შემსუბუქდება რეგულაციებიც და გაიხსენება საზღვრებიც,” – ამბობს ენდრიუ ნოჩელა, United-ის კომერციული დირექტორი.
გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია ფასების შემცირებაზე, რათა თავი აარიდონ მორიგ დიდ დანაკარგს. United Airlines-ი ვარაუდობს, რომ მესამე კვარტალში იგი დღეში $25 მილიონს დაკარგავს; თუმცა, ეს რიცხვი არ შეედრება მეორე კვარტლის $40 მილიონიან ყოველდღიურ ზარალს. სხვა დიდ ამერიკულ ავიახაზებთან შედარებით, რომელთა აქციებმა 1%-იანი კლება განიცადეს, United-ის აქციები 4%-ით არის შემცირებული.
რეისების აღსადგენად, კომპანიამ პირბადის ტარების რეგულაციებიც გაამკაცრა. United Airlines-ის მგზავრი ვალდებულია პირბადე ატაროს მოსაცდელში, ბილეთების დახლებთან, ტურნიკეტებთან და თვითმფრინავში. წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრი რეისიდან მოიხსნება.