Bank of America-მ გაყიდა $1 მილიარდის ოდენობის კორპორატიული ობლიგაცია კონკრეტული მიზნით, რათა დაეფინანსებინა ჯანდაცვის ინდუსტრიის ნაწილი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში. ამ კუთხით ეს მისი პირველი ნაბიჯია.
Bank of America-ში აცხადებენ, რომ დაფინანსდება ბიზნესები, რომლებიც ქმნიან ან ამარაგებენ ვირუსისგან დამცავ აღჭურვილობას, ასევე კომპანიები, რომლებიც ქმნიან დიაგნოსტიკურ ტესტებს და ვაქცინას პანდემიის შესაჩერებლად.
ბანკი აპირებს რეგულარულად გააკეთოს მოხსენებები ვებგვერდზე თუ როგორ იქნება მობილიზებული თანხები, ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების, გავლენის ინდიკატორების შესახებ, რათა წარმოდგენა შეექმნათ დაინტერესებულებს თუ როგორია ბანკის პანდემიასთან ბრძოლის მცდელობები.
აღსანიშნავია, რომ Bank of America ბოლო წლებში ე.წ მწვანე და მდგრადი დაფინანსების ლიდერია.