სომხეთი ცალკეული ქარხნების ხელახლა გახსნას გეგმავს

სომხეთი ცალკეული ქარხნების ხელახლა გახსნას გეგმავს

სომხეთი ცალკეული ქარხნების ხელახლა გახსნას გეგმავს. აქვს თუ არა ქვეყანას სტრატეგია იმისა, რომ ხელახლა გახსნილ ქარხნებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ იყოს? როგორც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დასმული კითხვის საპასუხოდ, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა ისწავლოს კორონავირუსის პირობებში ცხოვრება და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ელოდება ზაფხულში დაინფიცირების შემთხვევების შემცირებას, მაინც უნდა იყოს ქვეყანა მზად შემოდგომაზე შესაძლო აფეთქებისთვის.

ფრაქცია “ნათელი სომხეთის“ ხელმძღვანელმა ედმონდ მარუკიანმა პარლამენტის სხდომაზე პრემიერს მიმართა და სთხოვა წარადგინოს მთავრობის პოლიტიკა ქარხნების გახსნის შესახებ 20 აპრილის შემდეგ. საპასუხოდ პაშინიანმა აღნიშნა, რომ ამჟამადაც არის საწარმოები, რომლებიც გახსნილია და ისინი არსებული წესების და რეგულაციების მიხედვით მუშაობენ.