საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. 11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.7%-ია.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის საქართველოს მთავრობა 10%-იან კლებას პროგნოზირებს, 2022 წლისთვის კი 6%-იან ზრდას.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები