“ბილ გეითსი ჩვენს იახტას არ ყიდულობს”, – ამის შესახებ კომპანია Sinot-მა BBC-ის განუცხადა მას შემდეგ, რაც დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყალბადის საწვავზე მომუშავე სუპერიახტა გეითსმა კომპანიას უკვე შეუკვეთა. როგორც მედია წერდა, Microsoft-ის დამფუძნებელმა იახტაში 644 მლნ დოლარი გადაიხადა.
როგორც იახტების მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, მათ გეითსთან არანაირი საქმიანი კავშირი არ ჰქონიათ.
სუპერიახტის კონცეფცია, რომელიც წყალბადის საწვავზე იმუშავებს, 2019 წელს კომპანია Sinot-მა მონაკოში გამართულ გამოფენაზე წარადგინა.
კონცეფციის მიხედვით, იახტა უნდა იყოს 112 მეტრი სიგრძის. მას ერთჯერადად საწვავის მარაგით 6,945 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება, იგი საათში დაახლოებით 31 კილომეტრის მანძილს დაფარავს.