Airbnb-მ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $322 მლნ დაკარგა

Airbnb-მ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $322 მლნ დაკარგა

Airbnb-მ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $322 მლნ დაკარგა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, ეს შესაძლოა საბინაო სტარტაპისთვის შემაშფოთებელი ნიშანი იყოს, მაშინ როდესაც კომპანია IPO-სთვის ემზადება.

წყაროები აცხადებენ, რომ ზარალის მიზეზი ხარჯების ზრდაა. კერძოდ, კომპანია წლის განმალობაში 100 მლნ დოლარზე მეტს ხარჯავს ტექნოლოგიების დახვეწაში, ასევე ადმინისტრაციული ხარჯებისთვის და ფინანსური და ადამიანური რესურსების განყოფილებებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს, Airbnb-მ გაზარდა მარკეტინგის დანახარჯებიც პირველი კვარტლის განმავლობაში, რამაც საოპერაციო დანაკარგები გააორმაგა.

WSJ-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, კომპანიის დირექტორთა საბჭო აღმასრულებლებთან შეხვედრებს მართავს გაზრდილი დანახარჯების შესახებ.

Airbnb-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალშემოსავლიანი სტარტაპია აშშ-ში. Pitchbook-ის მიხედვით, კომპანია 31 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

წყარო: Forbes.com