Instagram-ი IGTV-ის ღილაკს გააუქმებს

Instagram-ი IGTV-ის ღილაკს გააუქმებს

Instagram-ი IGTV-ის ღილაკის გაუქმებაზე აცხადებს. IGTV-ის ღილაკი მესიჯის გვერდით, მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარეობდა.

კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება ფუნქციის ნაკლები პოპულარულობით ახსნა, რადგან მომხმარებელი აღნიშნულ ღილაკს თითქმის არასდროს იყენებდა.

Instagram-ის მომხმარებელი ვიდეოებს უფრო მთავარ კედელზე “სქროლვისას” ნახულობს და სწორედ ამან გამოიწვია ღილაკზე ნაკლები მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ Instagram-მა IGTV-ის, იგივე ხანგრძლივობის ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია მომხმარებლებს 2018 წლის ივნისში შესთავაზა. IGTV-ის სერვისის ამოქმედებამდე Instagram-ზე მაქსიმუმ 1-წუთიანი ვიდეოების, “სთორიში” კი 15-წამიანი ვიდეოების განთავსება იყო შესაძლებელი.

წყარო: CNN