მსოფლიო მოდის ორმა გიგანტმა, გერმანულმა Adidas-მა და იტალიურმა Gucci-მ ახალი ქოლგა გამოუშვეს, რომელიც $1290 ღირს. საინტერესოა, რომ ქოლგა წყალგაუმტარი არ არის – მისი გამოყენება შეიძლება, როგორც მზის საწინააღმდეგოდ, ასევე საკოლექციო ნიმუშად.
აღსანიშნავია, რომ ეს ქოლგა, რომლის დიზაინში ორთავე კომპანიის ლოგოები არის გაერთიანებული, განსაკუთრებულად პოპულარული ჩინეთში გახდა, სადაც ის $1600 ეღირება. საინტერესოა, რომ Twitter-ის მსგავს ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე გამოჩენის შემდეგ, ჰეშთეგმა „11100-იუანიანი ქოლგა, რომელიც წყალგაუმტარი არ არის“, ერთ კვირაში 140 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა.
„ამ ქოლგის ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის – ის კარგი საკოლექციო ნივთია, რომლის გამოყენება აქსესუარის სახით შეიძლება“, – განაცხადა Gucci-ს წარმომადგენელმა ჩინურ ჟურნალთან, Caijing-თან საუბრისას. ქოლგის გაყიდვები 7 ივნისს დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ორი მაღალი კლასის ბრენდის, Gucci-სა და Adidas-ის კოლაბორაციით შექმნილი ამ ნივთის პოპულარობა ჩინეთში მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ფუფუნების საგნებისთვის ჩინური ბაზარი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში.