აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში 10.7%-ით გაიზარდა და ჯამში 1 040 544 ვიზიტორი შეადგინა.

საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა. 2017 წლის აგვისტოში 646 999 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში 737 049.

აგვისტოში ყველაზე მეტი (227 114) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 200 454 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 183 500 ვიზიტორით.

8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 19%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 12.2%-ით გაიზარდა, სულ 5.9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 3.2 მილიონი იყო.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

 

ქვეყანა

2018, აგვისტო

2017, აგვისტო

ცვლილება%

1

რუსეთი

227,114

196,173

15.8%

2

აზერბაიჯანი

200,454

176,858

13.3%

3

სომხეთი

183,500

194,537

-5.7%

4

თურქეთი

144,917

116,476

24.4%

5

ირანი

35,571

47,053

-24.4%

6

უკრაინა

24,560

23,167

6.0%

7

ისრაელი

21,447

15,750

36.2%

8

საუდის არაბეთი

16,406

17,908

-8.4%

9

ბელარუსი

13,151

8,918

47.5%

10

ყაზახეთი

10,498

9,254

13.4%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.