Airbus-ი 15 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

Airbus-ი 15 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

Airbus-ი, რომელიც ამჟამად ავიახომალდების უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში, კოვიდ-19-ის კრიზისის დროს შემცირებული მოთხოვნის გამო, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ განცხადება Airbus-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გიუმ ფოღიმ ფრანგულ რადიოსთან გააკეთა.

Airbus-ი 15 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას განიხილავს. თუმცა, ვირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შედეგად გაუარესებული მდგომარეობის გამო, კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ იქნება.

გარდა ამისა, პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, Airbus-ი თავის წარმოებას 40%-ით შეამცირებს. საავიაციო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია. ავიაკომპანიების უმეტესობამ ხომალდების მწარმოებელ კომპანიებთან (Airbus და Boeing-ი) შეკვეთები გააუქმეს.

გიუმ ფოღიმ ასევე აღნიშნა, რომ ავიაინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გამო, ოპტიმისტური მოლოდინები არ არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.