Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის კაპიტალიზაციამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანინშავია, რომ კომპანიის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

Alphabet-თან ერთად 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირს Microsoft-ი და Apple-ი. Apple-ი ყველაზე ძვირადღირებულია, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.4 ტრილიონი აშშ დოლარია, Microsoft-ის კი 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი.

გაზისა და ნავთობის კომპანია Saudi Aramco პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, რომლის ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით 1.8 ტრილიონი  აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ი მეორე ამერიკული კომპანია იყო, რომლის ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია 2018 წლის სექტემბერში. თუმცა, ონლაინ-რითეილერის ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით 930 მილიარდ აშშ დოლარ სშეადგენს.

წყარო: CNN-ი