ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა თავის პოზიციის დებულება ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით 2018 წლის თებერვალში. პოზიციის დებულება გამოიყენება ACS-ს მიერ თამბაქოს კონტროლისა და მოხმარების შეწყვეტის ძალისხმევისთვის.
თამბაქოს პროდუქტები, უპირატესად – სიგარეტი, წარმოადგენს კიბოს გამომწვევ უპირველეს მიზეზს და ყოველ წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 7 მილიონამდე ადამიანს კლავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 98% გამოწვეულია სწორედ სიგარეტით. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აშშ-ში მკვეთრად შეიცვალა თამბაქოსადმი დამოკიდებულება. მილიონობით მომხმარებელი ახლა უკვე სარგებლობს ნიკოტინის ელექტრონული მიწოდების სისტემებით (ENDS), რომელთაგან ყველაზე მეტად არის გავრცელებული ელექტრონული სიგარეტი (e-cigarettes). ელექტრონული სიგარეტი შეიცავს თამბაქოდან ამოღებულ გახურებულ ნიკოტინს, ხშირ შემთხვევაში, არომატიზატორით და სხვა დანამატებით.
სამეცნიერო დასკვნა: არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თანამედროვე ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ნაკლებად საზიანოა, ვიდრე სიგარეტის წევა, თუმცა, ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. ამერიკის კიბოს საზოგადოება აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს კვლევებს და მოახდინოს თამბაქოს ყველა პროდუქტის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოდან წარმოებული ნებისმიერი ახალი პროდუქტის ზემოქმედების შესახებ მიღებული ცოდნის სინთეზირება. ახალი მტკიცებულებების გაჩენის შესახებ ACS დაუყოვნებლივ აცნობებს პოლიტიკის შემქმნელებს, საზოგადოებას და კლინიცისტებს.
კლინიკური რეკომენდაციები: ACS ყოველთვის მხარს უჭერდა ნებისმიერ მწეველს, რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებაზე ფიქრობს, მიუხედავად მიდგომისა, რომელსაც ის აირჩევს; არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რაც ამ ადმიანებს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. სიგარეტის წევისთვის თავის დანებებაში დასახმარებლად, ACS-ს ურჩევს კლინიცისტებს, კონსულტაცია გაუწიონ პაციენტებს FDA-ს წევის შეწყვეტისთვის გაწეული დახმარების საკითხებზე, რომელიც დამტკიცებულია წევისთვის თავის დანებების წარმატებული მცდელობების მხარდასაჭერად. ბევრი მწეველი ცდილობს დაანებოს თავი სიგარეტის წევას კლინიცისტის დახმარების გარეშე და ზოგიერთი მათგანი ელექტრონულ სიგარეტს მიმართავს ამ მიზნის მისაღწევად. ACS ურჩევს მათ, მიმართონ კლინიცისტებს, რათა ისინი დაეხმარონ თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებებაში და იმუშავონ მწეველებთან ერთად იმაზე, რომ მათ საბოლოოდ უარი თქვან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე. ზოგიერთი მწეველი, კლინიცისტის მკაცრი რეკომენდაციის მიუხედავად, არ ცდილობს თავი დაანებოს სიგარეტის წევას და არ მიმართავს FDA-ს მიერ დამტკიცებულ თამბაქოს წევისთვის თავის დასანებებლად წარმოებულ მედიკამენტებს. ეს ადამიანები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ, შეძლებისდაგვარად, თამბაქოს ნაკლებად მავნებელ პროდუქტზე მაინც გადავიდნენ; უმჯობესია, ადამიანმა მხოლოდ ელექტრონული სიგარეტის მოწევაზე გადავიდეს, ვიდრე განაგრძოს თამბაქოს წვადი პროდუქტების მოხმარება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები რეგულარულად უნდა გადიოდნენ კონსულტაციას, რათა საბოლოოდ დაანებონ თავი თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებას. ACS არ ურჩევს ელექტრონული სიგარეტისა და წვადი სიგარეტის ერთდროულ (ორმაგ) მოხმარებას. ამგვარი ქცევით ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი გაცილებით უფრო დიდა, ვიდრე სარგებელი, რომელიც წევისთვის თავის დანებებას მოაქვს.
რეკომენდაციები პოლიტიკის თვალსაზრისით: ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაცია მოიცავს ისეთი პოლიტიკისა და ჯანდაცვის ზომების გატარებას, რომლებიც ხელს შეუშლის თამბაქოს მოხმარების დაწყებას ან ხანგრძლივ მოხმარებას. მათ შორის არის სათანადო გადასახადების დაწესება, საცალო ვაჭრობის პოლიტიკის გატარება (მაგ., მყიდველის მინიმალური ასაკის გაზრდა 21 წლამდე), თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტისთვის უაეროზოლო პოლიტიკის გატარება და მტკიცებულებაზე დამყარებული პრევენციისა და მოხმარების შეწყვეტის პროგრამების დაფინანსება. ACS-ს რეკომენდაციის თანახმად, ყველა ღონე უნდა ვიზმაროთ, რომ ხელი შევუშალოთ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დაწყებას ახალგაზრდების მიერ. ახალგაზრდების მიერ იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც შეიცავს ნიკოტინს ნებისმიერი ფორმით, არ არის უსაფრთხო და შეიძლება გამოიწვიოს ზიანი ტვინის განვითარებისათვის. გარდა ამისა, მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ელექტრონული სიგარეტის ახალგაზრდა მომხმარებლები არიან სიგარეტის მოწევის დაწყებისა და წვადი თამბაქოს პროდუქტების ხანგრძლივი მოხმარების რისკის წინაშე.
ACS რეკომენდაციას უწევს FDA-ს, დაარეგულიროს თამბაქოს ყველა პროდუქტი, მათ შორის ელექტრონული სიგარეტი, თავის სრული უფლებამოსილების გამოყენებით, რათა განსაზღვროს თითოეული პროდუქტის აბსოლუტური და შედარებითი ზიანი. FDA-მ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად ხელს უწყობს ელექტრონული სიგარეტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებას და რა გავლენას ახდენს ელექტრონული სიგარეტის მარკეტინგი მომხმარებლის აღქმასა და ქცევაზე. ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი მარეგულირებელი რეჟიმი უნდა მოიცავდეს მარკეტინგის შემდგომ ზედამხედველობას და ამ პროდუქტების ხანგრძლივი გავლენის მონიტორინგს, რათა უზრუნველყოს, რომ FDA-ს ქმედებები გამიზნული იყოს ავადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირებაზე. გარდა ამისა, FDA-მ უნდა გამოიყენოს თავის უფლებამოსილება, რათა შეამციროს ამჟამად ბაზარზე არსებული თამბაქოს პროდუქტების ტოქსიკურობა და მათზე დამოკიდებულება. ACS ასევე მიესალმება FDA-ს მიერ მისი, როგორც სამეცნიერო სააგენტოს მნიშვნელოვანი როლის აღიარებას ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. თამბაქოს ყველა წვად პროდუქტში ნიკოტინის შემცველობის შემცირება დამოკიდებულების გამომწვევ დონეზე დაბლა პოტენციურად შეამცირებს თამბაქოს წვადი პროდუქტების მოხმარებას.