მობილური აპლიკაციები ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათო გამოყენების სფეროები კი განუსაზღვრელია. ამ სტატიაში Forbes Georgia Sensor Tower-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით 2022 წლის ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაციების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ.
Sensor Tower-ის უკანასკნელი ინფორმაცია 2022 წლის პირველი კვარტლის Google Play-სა და Apple App Store-ის მონაცემებს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით 2022 წლის პირველ კვარტალში აპლიკაციების გადმოწერის საერთო მაჩვენებელმა 36.9 მილიარდი შეადგინა, რაც მხოლოდ და მხოლოდ 1.4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გასაკვირი არ არის, რომ ტოპ-10 ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაციის უმრავლესობას სოცმედია პლატფორმა წარმოადგენს. 10-დან 6 პოზიციას კი Meta და ByteDance ინაწილებენ. ათეულში იმყოფება Meta-ს ოთხი პლატფორმა: Instagram-ი, Facebook-ი, WhatsApp-ი და Messenger-ი. ByteDance-ის აპლიკაციებს კი TikTok-ი და CapCut-ი წარმოადგენენ.
საინტერესოა, რომ Zoom-ი და WhatsApp Business-ი ათეულს მიღმა მოხვდნენ. პანდემიის ადრეულ ეტაპზე, Zoom-ი ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაცია გახლდათ.
უფრო კონკრეტულად ათეული ასე გამოიყურება:
TikTok-ი გასული წლების ყველაზე პოპულარულ გასართობ პლატფორმას წარმოადგენს. 2021 წლის პირველ კვარტალში მისი გადმოწერების რაოდენობამ 3.5 მილიარდი შეადგინა და მეხუთე აპლიკაცია გახდა ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. წლევანდელი მაჩვენებელი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის ივნისში აპლიკაცია ინდოეთში აიკრძალა. აკრძალვამდე კი აპლიკაციის გადმოწერების რაოდენობის 30% სწორედ ინდოეთზე მოდიოდა.
TikTok-ი არა მხოლოდ ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაცია, არამედ ყველაზე მაღალშემოსავლიანი არასათამაშო აპლიკაციაც არის. წინა კვარტალში აპლიკაციამ 821 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
პანდემიამ აპლიკაციების ბაზარზე უდიდესი გავლენა მოახდინა. 2020 წელს აპლიკაციებში არსებულ სერვისებზე მომხმარებლების დანახარჯები 30%-ით 111 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები ნელ-ნელა მთელს მსოფლიოში მსუბუქდება, აღნიშნული მაჩვენებელი მაინც შენარჩუნებულია და 2025 წლისთვის 270 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.