Apple-ი წელს კიდევ ერთი ახალი iPhone-ის გამოშვებას აპირებს. როგორც Business Insider-ი წერს, iPhone 12 იქნება უფრო დიდი ზომის თავის წინამორბედებთან შედარებით. ასევე მას ექნება უფრო დიდი ეკრანი.
ახალ iPhone-ს ექნება სამმაგი ლინზიანი კამერა, სპეციალური ოპტიკური Lidar-ის სკანერი, როგორც ახალ iPad Pro-ს და მცირედით განსხვავებული დიზაინი.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის ყველა ახალ iPhone-ს ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა და OLED ეკრანი LCD-ის ნაცვლად. OLED ეკრანი უკეთესი კონტრასტის საშუალებას იძლევა.
Apple-ის მომავალი თაობის მობილურის პროცესორი იქნება A14 Bionic-ი. როგორც მოსალოდნელია Apple-ი ახალი სმარტფონების გამოსვლა შემოდგომაზეა დაგეგმილი. თუმცა, შესაძლოა რამდენიმე მოდელი ცოტათი გვიან გამოვიდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო.