აპრილში ინფლაციამ 0.9% შეადგინა

აპრილში ინფლაციამ 0.9% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 7.2%-ით გაძვირდა.

აპრილში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე 4.9%-ით, საწვავზე 3%-ით, ავეჯზე და საოჯახო ნივთებზე 2.1%-ით, ხილზე 5.3%-ით, ზეთზე 4.2%-ით, შაქარზე, ჯემზე 2.4%-ით, ხორცზე 1.9%-ით და ა.შ.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სასტუმროების და კაფეების მომსახურება გაძვირდა – 15%-ით, 13.8%-ით გაძვირდა ჯანდაცვის მომსახურება, 12.4%-ით საწვავი, კომუნალური გადასახადები 7.1%-ით გაიზარდა. სურსათიდან ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა – 40.2%-ით, შაქარი და ტკბილეული 12.3%-ით გაძვირდა, ყავა და ჩაი 10%-ით, პური 6.4%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 6.1%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *