აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები 23.4%-ით შემცირდა

აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები 23.4%-ით შემცირდა

Galt & Taggart-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2023 წლის აპრილში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 23.4%-ით ნაკლებია. ხოლო, მარტის თვესთან შედარებით კლებამ 24.9% შეადგინა. მთლიანობაში, აპრილის თვეში დედაქალაქში 2,705 ბინა გაიყიდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გაყიდვები ყველა ტიპის ბინებთან მიმართებითაა შემცირებული. გაყიდვებს შორის სჭარბობს 51-დან 80 მეტრ კვადრატამდე ფართობის, ანუ საშუალო ზომის ბინები. გარდა ამისა, როგორც ირკვევა გაყიდვებში გაზრდილია საშუალო და მაღალი კლასის სეგმენტის წილი.

რაც შეეხება გაყიდვების რაოდენობას უბნების მიხედვით, ამ შემთხვევაში საბურთალო ლიდერობს, რომელზეც მთლიანი გაყიდვების 18.2% მოდის. ამის შემდეგ კი მოდის გარეუბნები – დიდი დიღომი, სამგორი, გლდანი – სად გაყიდული ბინების რაოდენობაც, ჯამურად, მთლიანი მაჩვენებლის 41.1%-ს შეადგენს.

Galt & Taggart-ის ცნობით, უძრავი ქონების ფასები აპრილში, აშშ დოლარში, 31.1%-ით გაიზარდა, ლარში კი მხოლოდ 7.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფასების ზრდის მიუხედავად, გაყიდვების შემცირების გამო, უძრავი ქონების ბაზარიც შემცირდა, 176 მილიონი აშშ დოლარამდე. წლიურ ჭრილში კლებამ – 16.8%, წინა თვესთან შედარებით კი 21.5% შეადგინა.