აქსელის წარმატება EBAN-ის 2023 წლის კონგრესზე

აქსელის წარმატება EBAN-ის 2023 წლის კონგრესზე

აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, “ჭკვიანი ფულის” ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 75-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

24-26 მაისს, სალონიკში, აქსელის დელეგაცია დაესწრო ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) 2023 წლის კონგრესს. საქართველოში კი, აქსელის გუნდი ორი კარგი ამბით დაბრუნდა:

  • აქსელმა გაიმარჯვა ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელების კონკურსში და “Best Performing New EBAN Member” გახდა.
  • აქსელის პორტფოლიო სტარტაპი — Agronnect კი EBAN-ის რჩეული და ფიჩინგ კონკურსის გამარჯვებულია.

“საქართველოს სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემა ევროპულ რუკაზე ასე ინიშნება. ორივე გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკოსისტემის განვითარებისთვის.” — ამბობს ირო ცაგარეიშვილი, აქსელის მმართველი დირექტორი.

Agronnect-ის შესახებ

Agronnect-ში ინვესტიცია აქსელის წევრებმა 8 თვის წინ განახორციელეს, ახლა კი, როგორც პორტფოლიო სტარტაპი, ანგელოზი ინვესტორების ყველაზე მასშტაბური კონგრესის გამარჯვებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აგრონექტი 100-ზე მეტი ევროპული საინვესტიციო ორგანიზაციის ყურადღების ქვეშაა.

აგ­რო­ნექ­ტი არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ და­ი­ქი­რა­ონ წამ­ყვა­ნი აგ­რო­ნო­მე­ბი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან. აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნა­ში, გარ­და ქარ­თუ­ლი გუნ­დი­სა, მსოფ­ლი­ოს ათამ­დე სხვა­დას­ხვა აგ­რო­ნო­მი­უ­ლი კომ­პა­ნი­ა­ა ჩარ­თუ­ლი და სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა ზუს­ტი პრო­ტო­კო­ლის გა­წე­რა. აპ­ლი­კა­ცი­ის მი­ზა­ნია, აღ­მო­ფხვრას აგ­რო­ნომი­ულ ცოდ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ფერ­მერს გა­უხ­სნას გზა, მი­ი­ღოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცია. S

გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები: