აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები პანდემიის განმავლობაში კიდევ $845 მლრდ-ით გამდიდრდნენ 

აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები პანდემიის განმავლობაში კიდევ $845 მლრდ-ით გამდიდრდნენ 

პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები $845 მილიარდით გამდიდრდნენ. მათ შორისაა ჯეფ ბეზოსი, ელონ მასკი და უორენ ბაფეტი. ჯამში კი 643 უმდიდრესი ამერიკელის ქონება 18 მარტსა და 15 სექტემბერს შორის ინტერვალში $2.95 ტრილიონიდან $3.8 ტრილიონამდე გაიზარდა. აღნიშნული გამოთვლები Forbes-ის მონაცემებს ეყრდნობა. 

როგორც ცნობილია, ამერიკელი მილიარდერების ქონებამ პანდემიის დაწყებიდან 29%-იანი ზრდა განიცადა, მაშინ როდესაც საფონდო ბირჟებზე აქციები შეუჩერებლად ეცემოდა. თუმცა, შემდეგ საფონდო ბირჟებზე აქტივობა აღდგა, ხოლო S&P 500 და Nasdaq-ი უკვე რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი მოგება Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მიიღო პანდემიის პერიოდში. მან  სულ  რაღაც 6 თვეში, ქონებას $73.2 მილიარდი შემატა. მისი ქონება უკვე $113 მილიარდს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ Amazon-ის აქციები 40%-ით გაიზარდა, ხოლო პროდუქციაზე მოთხოვნა გაათმაგდა, იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობა სახლებში რჩებოდა.

ელონ მასკი, Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი კი, სიაში ჯეფ ბეზოსის შემდეგია. მასკის ქონება წელს $67.4 მილიარდით გაიზარდა, ანუ 247%-ით. ცნობისთვის, წელს Tesla საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მომგებიანი აქციების მქონე ტექნოლოგიური კომპანიაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *