აშშ თანახმაა, პოლონეთს M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკები მიჰყიდოს

აშშ თანახმაა, პოლონეთს M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკები მიჰყიდოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლონეთისთვის, კომპანია General Dynamics-ის წარმოების, ჯამში 116 ერთეული M1A1 Abrams-ის ტანკისა და სხვა საბრძოლო მასალის პოტენციური მიყიდვის ხელშეკრულება დაამტკიცა. $3.75-მილიარდიანი შეთანხმების შესახებ განცხადება პენტაგონმა გააკეთა.

ცნობისთვის, აშშ-ის უსაფრთხოების მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პოლონეთისთვის Abrams-ის ტიპის 250 ტანკის მიყიდვის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში, ომის დაწყებამდე განაცხადა. ვაშინგტონის მიზანს რუსეთ-უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, მომატებული საფრთხიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ ევროპაში მისი მთავარი მოკავშირის თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

ამჟამად პოლონეთს ორი სატანკო ვერსიის შერეული ვარიანტის შესყიდვის საშუალება აქვს, რაც ქვეყანას მისი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არსებულ ახალ პოლიტიკურ რეალობასთან მორგებაში დაეხმარება.

პენტაგონის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კონგრესს პოლონეთისთვის ტანკების პოტენციური მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე აცნობა. თუმცა, მოხსენებაში არ არის მითითებული, არის თუ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *