აშშ-მა რუსეთის არმიასთან კავშირში მყოფი კომპანიები შავ სიაში შეიყვანა

აშშ-მა რუსეთის არმიასთან კავშირში მყოფი კომპანიები შავ სიაში შეიყვანა

რუსეთია არმიასთან, რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან, პაკისტანის ბირთვულ აქტივობებთან და ირანული ელექტრომოწყობილობების კომპანიასთან კავშირის გამო, ბაიდენის ადმინისტრაციამ შავ სიაში დამატებით 24 კომპანია შეიყვანა.

აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრინციპების თანახმად, სიას ლატვიაში, პაკისტანში, რუსეთში, სინგაპურსა და შვეიცარიაში არსებული კომპანიები შეუერთდნენ.

შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს შორის უმსხვილეს რუსული IT კომპანიასთან კავშირში მყოფი ლატვიური Fiber Optic Solution-ი მოხვდა. გარდა ამისა, სიაში არიან: AO Scientific Research Center for Electronic Computing-ი, LLC Fibersense-ი, Optolin-ი, AO PKK Milandr-ი, Milandr EK OOO, Milandr ICC JSC, Milur IS-ი, MPK Milandr-ი, Ruselectronics-ი და Milur-ი.

საინტერესოა, რომ რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან კავშირის გარდა, კომერციულმა დეპარტამენტმა მსგავსი გადაწყვეტილება პაკისტანისა და ირანის ბირთვულ პროგრამებთან კავშირში მყოფი კომპანიების მიმართაც მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არცერთ კომპანიას გაუვრცელებია. ცნობისათვის, შავ სიაში შეყვანა ექსპორტის დამატებით კონტროლის მექანიზმს ააქტიურებს. შავ სიაში შეყვანილი სამართლებრივი სუბიექტებისათვის ამერიკული პროდუქციის მიწოდებისას, მიმწოდებლებმა დამატებითი ლიცენზია უნდა მოიპოვონ.