Audi-ს ახალი ავტომობილის, Grandsphere-ის კონცეპტმა დიდი მოწონება დაიმსახურა

Audi-ს ახალი ავტომობილის, Grandsphere-ის კონცეპტმა დიდი მოწონება დაიმსახურა

Audi-მ ბოლო ჩვენებისას ახალი ავტომობილის, Grandsphere-ის კონცეპტი წარადგინა. კომპანიამ ახალ ნაწარმს „გზის კერძო თვითმფრინავი“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს ფრენა არ შეეძლება, გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებით, მათ შექმნეს ელექტრომანქანა მდიდრული კერძო მოგზაურობის შესაძლებლობით.

კერძოდ, ავტომობილის დიზაინი იმგვარად არის შექმნილი, რომ მას მარტივად შეეძლოს პირველი კლასის ადგილად ტრანსფორმირება მანქანის თვითმართვადი ფუნქციით გადაადგილებისას.

კომპანიის ოფიციალური პირების განმარტებით, ავტომობილის კონცეპტი Audi-ს იმ პოლიტიკის თვალნათელი გამოვლინებაა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სურს, სამომავლოდ სრულიად ელექტრო- და თვითმართვადი მანქანების წარმოებაზე გადაერთოს. ცნობისათვის, Audi გეგმავს, რომ ექსკლუზიურად შესთავაზოს საკუთარ მომხმარებელს ელექტრომობილები 2033 წლისათვის მას შემდეგ, რაც ის 2026 წელს საკუთარ შიდაწვისძრავიან  ბოლო ავტომობილს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბაზარზე არსებული არც ერთი ავტომობილი არ არის სრულად თვითმართვადი და ავტონომიური. მძღოლის დამხმარე სისტემები მაინც მოითხოვენ მძღოლის ყურადღებას ავტომობილის გადაადგილების პროცესში. Audi-ს ახალი ავტომობილის, Grandsphere-ის, კონცეპტი კი სრულიად დამოუკიდებლად, მძღოლის მეთვალყურეობის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ Audi-ს მიერ წარდგენილი კონცეპტი კომპიუტერულ გრაფიკას მოიცავდა, კომპანიის სპიკერის განცხადებით, ავტომობილი რეალურია და ის მომავალ კვირას მიუნხენის ავტოშოუზეც იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ Audi-ს Grandsphere რიგით მე-3 დაანონსებული სრულად თვითმართვადი ავტომობილია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *