რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსკოვის ჩრდილოეთით, ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას ათამდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე დაჯგუფების ლიდერი დმიტრი უტკინი.
TASS-ის ცნობით, Embraer-ის ტიპის თვითმფრინავი ოთხშაბათს ტვერის ოლქში ჩამოვარდა. ბორტზე შვიდი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. კერძო თვითმფრინავი ფრენას მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა.
მედიის ცნობით, როსავიაციამ შესაბამისი გამოძიება უკვე დაიწყო. რუსულენოვან ბლოგებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავი რუსულმა თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რუსულენოვან ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრებიც.
ავიკატასტროფაში პრიგოჟინისა და უტკინის დაღუპვას ადასტურებენ სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის სხვა ლიდერები.
მასალა ზუსტდება…