აზერბაიჯანში დასაქმების დონე 2.3%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში დასაქმების დონე 2.3%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში დასაქმების დონე 2.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის 1 მარტის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 000-ით გაიზარდა და 1678,5 ათასი შეადგინა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, დასაქმებულთაგან 915,5 ათასი საჯარო სექტორში მუშობს, 763,0 ათასი კი კერძო სექტორში.

ამასთან, დასაქმებულთა 19.7% განათლების სექტორშია, 18,5% – ვაჭრობის სფეროში, 12,7% – ინდუსტრიაში, 8,3% – ჯანდაცვის და სოციალური სერვისების სფეროში, 7,3% – მშენებლობის სექტორში, 6,7% – საჯარო ადმინისტრირების, თავდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, 4,5% – ტრანსპორტის და ლოგისტიკის, 3,5% – სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და მეტყვეობის სფეროში, 3,4% – სამეცნიერო და ტექნიკური მიმართულებითაა დასაქმებული, 1.7% – ფინანსებსა და სადაზღვევო სფეროში, ხოლო 13,7% – ეკონომიკის სხვა სფეროებში.

ამ ტენდენციის პარალელურად, აზერბაიჯანში მარტის მონაცემებით, დაიკლო საშუალო თვიურმა ხელფასმა, რომელიც დაახლოებით $407 გახდა, რაც 692,3 აზერბაიჯანულ მანათს უდრის. კლებამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *