ბაიდენი და მერკელი "ნორდსტრიმ 2"-ის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან

ბაიდენი და მერკელი "ნორდსტრიმ 2"-ის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ რუსეთს არ უნდა მისცენ უფლება, ენერგორესურსები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოიყენოს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან მიმართებით მაინც ვერ მიაღწიეს.

ბაიდენმა და მერკელმა თავიანთ გუნდებს სთხოვეს,  იფიქრონ ზომებზე, რომლებიც უნდა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ქმედებები საფრთხის შემცველად ჩაითვლება.  ჯო ბაიდენმა შეხვედრის შემდგომ აღნიშნა, რომ კარგი მეგობრებიც შესაძლოა, ვერ შეთანხმდნენ.

მერკელის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები იმ შემთხვევაში უნდა დაუმტკიცოს, თუ ქვეყანა დაარღვევს შეთანხმებას უკრაინის გავლით გაზის მიწოდების თაობაზე. ბაიდენის თქმით, ის ელოდება, რომ გერმანიასთან მიაღწევს შეთანხმებას, რომელიც არ მისცემს რუსეთს საშუალებას,  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ნავთობსადენი მეზობლებისა და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს. შეგახსენებთ, რომ პროექტი რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომისა“ და დასავლელი პარტნიორების შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

მერკელმაც აღნიშნა, რომ ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ პროექტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. თუმცა უკრაინა უნდა დარჩეს ტრანზიტულ სახელმწიფოდ და რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტის უფლებას არღვევს. გარდა ამისა, დაამატა, რომ ევროკავშირს შეუძლია, ბევრ გზას მიმართოს, მათ შორის სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეზღუდვის შემთხვევაში. ასევე ორივე ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.

შეხვედრის მსვლელობისას, ნავთობსადენთან ერთად განიხილეს კლიმატური კრიზისი და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ინვესტიციებს მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი და მერკელი ერთმანეთს ასეთ ფორმატში უკანასკნელად ხვდებიან, რადგან გერმანიის კანცლერი სამ თვეში გასამართ არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *