საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის sCool Card-ი „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერია.
10 მარტს „ბავშვთა თასი 2024“ ბაკურიანში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც რეგიონის სპორტსკოლების მოსწავლეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან.
შეჯიბრის შედეგად U10, U12, U14 ასაკობრივ კატეგორიებში 6 გამარჯვებული გამოვლინდება.
ბაკურიანი მთის კლუბების ასოციაცია 2018 წლიდან ყოველ წელს ატარებს ბავშვთა სათხილამურო შეჯიბრს. ბავშთა თასის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრების, მათ შორის საქართველოს ბანკის, მხარდაჭერით შეჯიბრი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, რადგან სწორედ მსგავსი ღონისძიებები უწყობენ ხელს სფეროს განვითარებას“,- აცხადებენ მთის კლუბების ასოციაციაში .
„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერები ვართ. ღონისძიება წარმოადგენს შესაძლებლობას მონაწილეებისთვის, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, შეიძინონ ახალი მეგობრები და სასიამოვნოდ გაატარონ დრო ბაკურიანში. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიძენენ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.