ბაფეტმა იაპონურ კომპანიებში ინვესტირებით ორ დღეში $570 მლნ-ის მოგება ნახა

ბაფეტმა იაპონურ კომპანიებში ინვესტირებით ორ დღეში $570 მლნ-ის მოგება ნახა

ამერიკელმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა მხოლოდ ორ დღეში $570 მილიონის მოგება ნახა. ამის მიზეზი Business Insider-ის ცნობით, იაპონურ კომპანიებში აქციების შესყიდვა გახდა.

ცნობისთვის, ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ ხუთ იაპონურ კომპანიაში დაახლოებით 5-5%-იანი წილი შეისყიდა. მათ შორის არის კომპანია ItochuMarubeniMitsubishiMitsui, და Sumitomo.

როგორც იაპონიის მარეგულირებელმა სამსახურმა დაადასტურა, ბაფეტს კომპანიებში 5-დან 5.06%-მდე აქციები ეკუთვნის. ეს თანხებში მაგალითად Sumitomo-ს შემთხვევაში $756 მლნ-ს შეადგენს, ხოლო Itochu-ში $2 მილიარდამდე თანხას.

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბაფეტმა აქციები შეიძინა, იაპონური კომპანიების აქციების ზრდა გამოიწვია, რამაც თავად ამერიკელ ინვესტორსაც $570-მილიონიანი ზრდა მოუტანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.