ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრადიციისამებრ, მკითხველს წლის რჩეული წიგნები გაუზიარა. ჯამში 15 სათაური – მათ შორის თერთმეტი ახალი და ოთხი, მისი ზაფხულის რეკომენდაციებიდან – სხვადასხვა ჟანრს წარმოადგენს, მათ შორის მხატვრულს, ისტორიულსა და მემუარებსაც კი.
„თუ არდადეგების დროს ახალ წიგნს ეძებთ, ერთ-ერთი მათგანი სცადეთ. მათ შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ დამოუკიდებელ წიგნების მაღაზიებს ან მოიძიოთ ისინი ადგილობრივ ბიბლიოთეკაში“, – წერს ობამა. კიდევ ერთი გზა კი, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის რეკომენდებული წიგნების გასაცნობად აუდიოვერსიებია. Spotify-ის სტრიმინგ-სერვისის მომხმარებელს ობამას წლის რჩეულ ყველა წიგნზე აქვს წვდომა, გარდა სამისა, თანაც ყოველთვიური დამატებითი გადასახადის, $14.99-ის გარეშე.
Spotify Premium-გამოწერაში შედის შემდეგი წიგნები: ჯონათან ეიგის „მეფე: ცხოვრება“, აბრაჰამ ვერგეზეს „წყლის შეთანხმება“ და პოლ ჰარდინგის „ეს სხვა ედენი“.
ობამას მიერ 2023 წელს მოწონებული წიგნების სია, რომელთა მოსმენაც Spotify-ზე უფასოდაა შესაძლებელი, ასე გამოიყურება:
- „ზეცისა და დედამიწის სასურსათო მაღაზია“ – ჯეიმს მაკბრაიდი
ხანგრძლივობა: 12 საათი და 21 წუთი
- „მანიაკი“ – ბენჟამინ ლაბატუტი
ხანგრძლივობა: 9 საათი და 51 წუთი
- „სიღარიბე, ამერიკის მიერ“ – მეთიუ დესმონდი
ხანგრძლივობა: 5 საათი და 40 წუთი
- „როგორ ვთქვათ ბაბილონი: მემუარი“ – საფია სინკლერი
ხანგრძლივობა: 16 საათი და 46 წუთი
- „სანაძლეო“ – დევიდ გრანი
ხანგრძლივობა: 8 საათი და 28 წუთი
- „ჩიპების ომი“ – კრის მილერი
ხანგრძლივობა: 12 საათი და 38 წუთი
- The Vaster Wilds – ლორენ გროფი
ხანგრძლივობა: 7 საათი და 5 წუთი
- „ადამიანურად შესაძლებელი“ – სარა ბეიკველი
ხანგრძლივობა: 14 საათი და 27 წუთი
- „საუკეთესო გონება“ – ჯონათან როზენი
ხანგრძლივობა: 16 საათი და 44 წუთი
- „ყველა ცოდვილი სისხლისგან იცლება“ – შონ ანდრე კოსბი
ხანგრძლივობა: 13 საათი და 5 წუთი
- „სამეფო, ძალაუფლება და დიდება“ – ტიმ ალბერტა
ხანგრძლივობა: 18 საათი და 15 წუთი
- „ზოგიერთ ადამიანს მოკვლა სჭირდება“ – კორი უილსონი
ხანგრძლივობა: 11 საათი და 25 წუთი