ბარელი ნავთობის ფასი 52 დოლარამდე შემცირდა

ბარელი ნავთობის ფასი 52 დოლარამდე შემცირდა

ნედლი ბარელი ნავთობის ფასი 52 დოლარამდე შემცირდა. ერთი თვის წინ კი 62 დოლარი ღირდა. ნავთობის ფასის კლების ტენდენცია გამოიწვია აშშ-ს მიერ ნავთობის წარმოების კვლავ გაფართოებამ, აშშ დოლარის გამყარებამ, ირანზე სანქციების შესაძლო გაუქმებამ, საბერძნეთის კრიზისმა და ჩინეთის შანხაის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასების დაცემამ. ბოლო ერთ თვეში შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი 32%-ით დაეცა.

საბერძნეთის კრიზისმა გადაფარა ჩინეთის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე მოვლენები. ეს იმ დროს, როცა ჩინეთში აქციების ფასების კლებისგან დანაკარგი უკვე 2.6 ტრილიონ დოლარს აღწევს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საფონდო ბირჟების კაპიტალიზაცია ჩინეთის ეკონომიკის მხოლოდ 30%-ია. ბირჟებზე მნიშნელოვნად არ არის წარმოდგენილი საბანკო სექტორი. აქედან გამომდინარე, ჩინეთის სააქციო ბაზრის ვარდნა ჯერ-ჯერობით მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის დესტაბილიზაციას არ იწვევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *