ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა

ყოფილი პრემიერის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ქონება ბოლო 1 კვირაში $80 მილიონით შემცირდა. Bloomberg-ის მილიარდერთა სიის მიხედვით, თუკი 3 ოქტომბერს ივანიშვილის ქონება $5.85 მილიარდს შეადგენდა, 10 ოქტომბრისთვის ის $5.77 მილიარდამდე შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი ბიძინა ივანიშვილის ქონება 150 მილიონი დოლარითაა შემცირებული. ყველაზე მეტად ქონება ივანიშვილს თებერვალში შეუმცირდა, როდესაც მან 5.72 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა მალევე მისი ქონება კვლავ გაიზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ქონება აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.0298%-ის ტოლია, ის მსოფლიოს 500 მდიდარი ადამიანის ქონების 0.1144%-ს უდრის. დღეს ივანიშვილის ქონებით, 4.85 მილიონი ტროას უნცია ოქროსა და 70.3 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის შეძენაა შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *