ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $600 მილიონით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $600 მილიონით შემცირდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ექს-პრემიერის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში – 22 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში $600 მილიონით შემცირდა. ამჟამად გამოცემას სიაში ერთადერთი ქართველის ქონება 4.97 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული, რაც 10.8%-ით ნაკლებია ორი დღის წინანდელ მაჩვენებელზე. ჯამში წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება 825 მილიონი დოლარით, ანუ 14.2%-ით შემცირდა.

ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არის შემცირებული.

რამ გამოიწვია ერთ დღეში ივანისვილის ქონების მსგავსი ვარდნა, გამოცემას დაკონკრეტებული არ აქვს.

Bloomberg-ზე ნაკლებად აქვს შეფასებული ივანიშვილის ქონება Forbes-ს. კერძოდ, 2018 წლის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 456-ე ადგილს იკავებს 4.6 მილიარდი დოლარით. გამოცემას წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი მილიარდერის ქონება არ განუახლებია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.